
16 დეკემბერს, „თიბისი გალერეაში“, „შავნაბადა“ საკუთარ ახალ დისკს წარადგენს. ანსამბლის შემოქმედებით ცხოვრებაში ეს რიგით მეცხრე აუდიოალბომი იქნება. წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჯგუფი კონცერტს გამართავს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მარიამ როინიშვილი და სოფო გელოვანი. ანსამბლის წევრები საღამოზე სრულ შემოქმედებით აქტივობას წარმოადგენენ, საგასტროლო ტურნეს თუ სხვა პროექტების სახით. კონცერტზე კი დაახლოებით 15 სიმღერა შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ „შავნაბადა“ 2005 წელს შეიქმნა და 11-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მრავალი საინტერესო პროექტი შექმნა, მათ შორის გამოსცა საგალობლების სასწავლო დისკი, დააარსა სალოტბარო სკოლები რეგიონებში, სადაც მოზარდები ქართულ სიმღერასა და გალობას უსასყიდლოდ ეუფლებიან. „შავნაბადას“ საკმაოდ აქტიური საგასტროლო ცხოვრება აქვს საზღვარგარეთ.
ნინო მურღულია
