გადაცემას ”რადიო დუეტი” კომპოზიტორი ჯუმბერ ამანათაშვილი ესტუმრა.
როგორ შეაჯამებთ განვლილ 2016 წელს?
სასიამოვნო იყო ის, რომ მქონდა შემოქმედებითი საღამო, რომლის განხორციელებაშიც დამეხმარა ქალბატონი მარიკო კვალიაშვილი. მინდა ფართო მასშტაბიანი საღამოს გამართვაც. ყველა სიმღერა მზად მაქვს. მთავარია გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც გააკეთებს ორგანიზებას. იქნება ბევრი ახალი სიმღერა, მინდა ახალგაზრდა მომღერლები გამოვიყვანო სცენაზე, კარგ მომღერლებს სანთლით ვეძებ, თვალს ვადევნებ ყველა სატელევიზიო მუსიკალურ პროექტს.
სად ხვდებით ახალ წელს?
სახლში, საქართველოში მე და დედა ვცხოვრობთ, დანარჩენი ოჯახის წვერები საზღვარგარეთ არიან. ძალიან ვნერვიულობ ხოლმე ახალი წლის ღამეს სხვათაშორის, ვფიქრობ, რომ კორპუსი არ აფეთქდეს. 12:00-ს რომ აკლია წუთები, გავდივარ გარეთ და უკან ვბრუნდები. ადრე დედა იყო ხოლმე ჩვენი მეკვლე, ამ ბოლო დროს კი მე ვარ. ახალ წელს ბევრ კერძო მიწვევას ვიღებ, თუმცა სამწუხაროდ ვერასვისთან ვახერხებ გასვლას. თუ თოვლი მოდის, გავდივარ გარეთ და ვსეირნობ.
რომელი კერძი გიყვართ საახალწლო სუფრაზე?
ძალიან მიყვარს გოზინაყი და ჩურჩხელა. კერძებს დიდი ხანია მე ვაკეთებ. დედა ასაკშია, ამიტომ ეს საკითხი ჩემს თავზე მაქვს აღებული. მე და დედას ძალიან გვიყვარს ხინკალი, ასევე ცოტა წითელი ღვინო.
”არ დაიდარდოს” თუ უსმენთ ხოლმე?
როდესაც მანქანით ვმგზავრობ ყოველთვის გისმენთ, კარგ განწყობაზე მაყენებს. გულზე მალამოდ მედება, როდესაც კარგი სიმღერები შემოდის.
ახალ სიმღერაზე რას გვეტყვით?
სიმღერა 1993 წელს არის დაწერილი. მაშინ გიტარასთან წარმომედგინა, თუმცა შევინახე და ამ დრომდე არავის უმღერია. ლექსის ავტორი არის შალვა ლონდარიძე, სულ მცირე შესწორება შევიტანე. სიმღერას მე ვასრულებ. მგონია, რომ ჩემს ხასიათში ზის. ჩაიწერა თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში. არანჟირება გია მაჭარაშვილს ეკუთვნის. ”ვიღაცამ მითხრა დავბერდი” – ასე ჰქვია სიმღერას.
ჯუმბერ ამანათაშვილი – ვიღაცამ მითხრა დავბერდი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
