LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24-25 დეკემბერს თბილისი მოლში უსაფრთხო ქალაქი მოეწყობა

გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შსს-ს მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი თინათინ ბიბილეიშვილი, შსს სსიპ 112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფო ალექსიძე და დაცვის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ტატა ხვედელიანი ესტუმრნენ.

24-25 დეკემბერს ”თბილისი მოლში” მოეწყობა მომსახურების სააგენტოს, დაცვის პოლიციისა და”112”- ის კუთხეები, გადაცემა სწორედ აღნიშნულ თემას დაეთმო.

თინათინ, საინტერესოა, რას ნახავენ ”თბილისი მოლის” სტუმრები მომსახურების სააგენტოს მიერ მოწყობილ სივრცეში? 

24-25 დეკემბერს ”თბილისი მოლში” მომსახურების სააგენტო წარმოადგენს ”უსაფრთხო ქალაქს”, წარმოდგენილი იქნება შშს-ს სამი დანაყოფი. ვეცდებით წინასაახალწლოდ კარგი განწყობა შეგიქმნათ. ბავშვები შეძლებენ ველოსიპედების მართვის მოწმობები აიიღონ. ღონისძიებები დაიწყება დღის 12:00 საათზე და გაგრძელდება 22:00 საათამდე.

რა ეტაპები უნდა გაიარონ ბავშვებმა იმისთვის, რომ ველოსიპედის მართვის მოწმობა აიღონ?

ბავშვებს მოუწევთ ჩააბარონ ე.წ. თეორიული გამოცდა. ჩვენ მოვამზადეთ კითხვები, თითო ბილეთში ორი კითხვა იქნება, რომლებიც განკუთვნილია 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ამის შემდეგ ბავშვები გადავლენ პრაქტიკულ ნაწილზე და გამოცდის ჩაბარების შემდეგ აიღებენ მართვის მოწმობას. რა თქმა უნდა, არავინ არ ჩაიჭრება, ჩვენი თანამშრომლები განუმარტავენ მათ საგზაო ნიშნებს.

სპორტულ კუთხეზეც მინდა გკითხოთ. როგორც ვიცი, თქვენი კლუბის წევრია ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, მის ნახვას თუ შეძლებენ გულშემატკივრები?

სპორტულ ზონაში განთავსებული იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ბანერი, რომლის წინ განთავსდება კვარცხლბეკი, სადაც ”მოლის” სტუმრებს საშუალება ექნებათ სურათები გადაიღონ, ზონა შემოსაზღვრული იქნება ფერადი ბორბლებით. დათა ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად იქნება, ის შსს-ს სპორტული კლუბის ”მია ფორსის” წევრია.

IMG_6790სოფო, რა პროექტით წარდგება 112 ”თბილისი მოლის ”უსაფრთხო ქალაქში”?

ჩვენ გვაქვს საბავშვო პროექტი ”კოსმოსური ხომალდი”, სადაც ბავშვებს დახვდებიან 112-ის ოპერატორები ფუტურისტული იმიჯით და სხვადასხვა კომპიუტერული თამაშების გამარჯვებულებს შეახვედრებენ ხომალდის კაპიტანს, რომელიც ბავშვებს გადასცემს უნივერსალურ საშვს. მისი საშუალებით ბავშვები ნამდვილ 112-ში მოხვდებიან და ნახავენ, როგორ ეხმარებბიან ჩვენი ოპერატორები საქართველოს მოქალაქეებს. ჩემი აზრით, ყველა ბავშვი მიხვდება როგორ უნდა ითამაშოს, იქნება ხუთი ტური, ყოველი მომდევნო ტური რა თქმა უნდა რთულდება, კითხვები თემატურად დაკავშირებული იქნება 112-თან.

ვინ არიან ”ფუტურისტული ოპერატორები”?

ბევრი ვიფიქრეთ, როგორ შეიძლებოდა დაგვეინტერესებინა თანამედროვე ბავშვი და ვიფიქრეთ, რომ მომავლის იმიჯი მათთვის საინტერესო იქნებოდა. სპეციალურად შევქმენით რვა განსხვავებული იმიჯის ოპერატორი. ხომალდზე არსებულ მისტიურ ოთახში მხოლოდ გამარჯვებული ბავშვები შევლენ, სადაც დახვდებათ ხომალდის კაპიტანი. კაპიტანი გამარჯვებულთან გადაიღებს ფოტოს, რომელიც მოგვიანებით 112-ის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აიტვირთება, მიულოცავს მონაწილეს გამარჯვებას და გადასცემს 112-ის სპეციალურ  ჯილდოს.

”ფუტურისტული ოპერატორების” პროექტი ერთჯერადი ხასიათისაა თუ მომავალშიც გეგმავთ მათი ჩართულობით სხვადასხვა აქტივობებს?

მუდმივად, როდესაც სასკოლო ასაკის ბავშვებთან გვექნება ურთიერთობა, საკომუნიკაციოდ ”ფუტურისტული ოპერატორები” იქნებიან ჩართულები. გაზაფხულზე ვგეგმავთ ვესტუმროთ სკოლებს და გავაცნობთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში.

ტატა, რას სთავაზობს დაცვის პოლიცია ”თბილისი მოლში” მისულ ბავშვებს?

ჩვენ ვთავაზობთ ”დაცულ სახლს”, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე საშუალებით რითიც დაცვის პოლიცია ოპერირებს. იქნება სახატავი კუთხე, ასაკი შეზღუდული არ არის, დავარიგებთ სხვადასხვა სუვენირებს და გვექნება მთავარი პრიზი, ეს არის ერთი დღე დაცვის პოლიციელად. გვექნება დაცვის პოლიციელების პატარა ფორმები და მათ შეეძლებათ გადიღონ ფოტოები. ტერიტორიაზე იქნებიან ანიმატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვების გართობას და ფორმიანი დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშობლებისთვის დაცვის პოლიციის  შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ”დაცულ სახლზე” განთავსებულ ეკრანზე იტრიალებს დაცვის პოლიციის საიმიჯო ვიდეო რგოლი.

გადაცემის ჩანაწერი