
თბილისის მერიის „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომლითაც ახალ წელს გვილოცავენ და საახალწლო პროგრამას გვაცნობენ. გართობა 25 დეკემბრიდან დაიწყება და 2 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და ახალ ტიფლისს მოიცავს. პროგრამაშია ექსტრემალთა შოუ, საახალწლო კარნავალი, კონცერტები ყოველ საღამოს დედაენის ბაღში.
25 დეკემბერს თქვენ გელოდებათ შეხვედრა ვახტანგ კახიძესა და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან, რომლებიც „საშობაო ზღაპარს“ წარმოადგენენ, 26 დეკემბერს, თბილისის თანამედროვე ბალეტის პრემიერა გელოდებათ, 31 დეკემბერს კი ვარდების მოედნის მიმდებარედ, გაიმართება ახალი წლის გალაკონცერტი, სადაც ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ახლად დაწერილი სიმღერების პრემიერებს შემოგვთავაზებენ.
