LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი 31 წლის გახდა – როგორ მიულოცეს მეგობრებმა დაბადების დღე

Ardaidardo.Ge

ნინი ბადურაშვილს დღეს დავადების დღე აქვს. მომღერალი 31 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ თარიღის აღსანიშნავად ის დიდი ხნის მეგობარმა, ქრისტინე იმედაძემ სახლში დაპატიჟა და როგორც თავად ნინი წერს, დიდებული პურმარილი გაუშალა. მოგვიანებით, მან და თაკო გაჩეჩილაძემ ნინის ტორტით და სიმღერით მიულოცეს დაბადების დღე.


დილიდან ნინის „ფეისბუქის“ გვერდზე უამრავი მილოცვაა. მათ შორის, ასევე მეგობარმა ნოე სულაბერიძემ დაუწერა:

„ეს გოგო ძალიან ნიჭიერი და ლამაზი როა, ყველამ იცით, მაგრამ იმავდროულად, ადამიანურად ძალიან ერთგულია, რაც შეუფასებელი და იშვიათი თვისებაა! ჩიტო, გილოცავ და მინდა, ისეთი დაფასებული და წარმატებული იყო, რომ შურით სკდებოდეს ფლორა, ფაუნა და კაცთა მოდგმის შურიანი ნაწილი! )“.

Ardaidardo.Ge