LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ მაიკლი ჯეიმს კორდენის „საავტომობილო კარაოკეს“ პირველი სტუმარი იყო

მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა გაიხსენებს, რომ სწორედ ჯორჯ მაიკლი იყო ჯეიმს კორდენის „საავტომობილო კარაოკეს“ პირველი სტუმარი.

„საავტომობილო კარაოკე“ – ცნობილი გადაცემის, Late Late Show  ძალიან წარმატებული რუბრიკაა, რომელიც CBS-ის ეთერში გადის. მსოფლიო შოუ-ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები ჯეიმს კორდენთან ერთად მანქანით მგზავრობენ და ცნობილ ჰიტებს ასრულებენ.

„რაც თავი მახსოვს ჯორჯ მაიკლი მიყვარს. ის თავიდან ბოლომდე შთაგონება იყო ჩემთვის. ის ყოველთვის დროს უსწრებდა“, – სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა თავად კორდენმა მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ მაიკლი 25 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით მიზეზი გულის შეტევა გახდა.