მიხეილ ცაგარელის კვირის (2-8 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და როგორი იქნება ეს კვირა თქვენთვის.
ვერძი
ერთიანობაში საკმაოდ კარგი კვირაა. ცვლილებებია მოსალოდნელი საზოგადოებრივ და პროფესიონალურ საქმიანობაში. შეძლებთ იდეების კონკრეტულ რეალიზაციას, საინტერესო შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვას, რომელთა უმრავლესობა საკმაოდ კონსტრუქციულად წარიმართება. მართალია, ახალი წლის დღეებში გართობის სურვილი უფრო გექნებათ, ვიდრე მუშაობის, მაგრამ იძულებული გახდებით იაქტიუროთ, თუმცა, ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით, ნუ გარისკავთ და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, რადგან ამ კვირაში თქვენი ენერგოტონუსი საკმაოდ შესუსტებულია.
კურო
საკმაოდ პოზიტიური კვირაა. ენერგოტონუსთან ერთად მატულობს იღბლიანობაც, ემოციონალური მდგომარეობა კი სტაბილური იქნება. მართალია, დღესასწაულის დღეებში ნაკლებად გექნებათ მუშაობის სურვილი, მაგრამ იძულებული გახდებით თანაბრად გაანაწილოთ დრო საქმესა და გართობას შორის. შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კარიერულ წინსვლას. კარგი კვირაა შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, საკუთარი ორგანიზატორული ნიჭის და ლიდერის თვისებების გამოსავლენად. არაა გამორიცხული კოლეგებთან ერთად წამოიწყოთ ახალი საქმე და ხელმძღვანელის ფუნქციაც თავად იტვირთოთ. თუ მოგზაურობას გეგმავთ, გაფრთხილდით, რადგან მოულოდნელად განვითარებულმა მოვლენებმა თავისუფლად შეიძლება ჩაშალოს თქვენი გეგმები და სწრაფად მოგიწიოთ ახალი გეგმის შემუშავება. იმოქმედეთ პრაგმატულად და ნუ აჰყვებთ ილუზიებს.
ტყუპები
საკმაოდ მძიმე კვირაა, მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ფუჭად ნუ დახარჯავთ ძალასა და ენერგიას. ნაკლებად პერსპექტიული იქნება მოგზაურობა, ნებისმიერი საქმის შესასრულებლად კი, ორმაგი დროის, ენერგიის და ფინანსების დახარჯვა მოგიწევთ, რაც საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს ემოციონალურ მდგომარეობაზე. არაა გამორიცხული გარკვეული უთანხმოება მოგივიდეთ ახლობლებლეთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, როგორც ყოველთვის არც ახლა გაუწევთ სხვათა ავტორიტეტს ანგარიშს, რაც მათ გაღიზიანებას და არასასიამოვნო კონფლიქტს გამოიწვევს. მიხედავად სირთულეებისა, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, რათა წელს კარგი განწყობით შეხვდეთ და მთელი წელი მხოლოდ პოზიტივი დაიბედოთ.
კირჩხიბი
ნაკლებად სასიკეთო კვირაა. ენერგოტონუსი დაბალია, ემოციონალური მდგომარეობა კი, არასტაბილური. ერთის მხრივ გექნებათ სურვილი წახვიდეთ წინ და განახორციელოთ ჩანაფიქრი, მეორეს მხრივ კი, თქვენს გარშემო განვითარებული მოვლენები, მათ შორის ასტრალური ფაქტორები, მნიშვნელოვნად შეაფერხებენ თქვენს წინსვლას, რაც გარკვეულ სირთულეებს შეგიქმნით და საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს გუნება-განწყობაზე. თუმცა, სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი სახლში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. სწორედ ისინი დაგეხმარებიან მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ლომი
საკმაოდ გადატვირტული კვირაა. ენერგოტონუსი დაბალია, ემოციონალური მდგომარეობა კი, არასტაბილური. იძულებული გახდებით გააქტიურდეთ, რადგან უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი როგორც სახლში, ისე სამსახურში, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს თქვენს შემოქმედებით თავისუფლებას. მოგიწევთ საკუთარ თავზე იტვირთოთ სხვათა პასუხისმგებლობა და ზედმეტი ვალდებულება, ეს კი, საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემასა და საერთო გუნება-განწყობაზე. იმოქმედეთ ფრთხილად და ზედმეტი გადატვირთვის გარეშე, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი პრობლემები და სირთულეები.
ქალწული
საკმაოდ არასტაბილური კვირაა. შეძლებთ შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთა და ახლობლებთან საერთო ენის გამონახვას. თუმცა, უკეთესია ურთიერთობის გაუმჯობესებაზე კვირის დასაწყისში იზრუნოთ, რადგან მეორე ნახევარი (5 იანვრიდან) საკმაოდ რთული და ნაკლებად სასიკეთო იქნება. არაა გამორიცხული შეგექმნათ კონფლიქტები კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, სცადონ თქვენი მოტყუება ან თავად აგიცრუვდეთ გული ადამიანებზე. საკმაოდ მაღალი შემოსავალი გექნებათ ამ კვირაში, რითაც სხვებიც დაინტერესდებიან და მოინდომებენ სარგებლობას. სწორედ ეს გახდება მათთან დაპირისპირების მთავარი მიზეზი და მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული გექნებათ თუ არა მათი დახმარების სურვილი.
სასწორი
ნაკლებად სასიამოვნო კვირაა. პრობლემები შეგექმნებათ გარშემომყოფებთან, უთანხმოება გექნებათ როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან პარტნიორებთან და არაა გამორიცხული დაპირისპირება სასამართლოშიც გაგრძელდეს. მოგიწევთ საკუთარი შეხედულებების რადიკალურად შეცვლა, თქვენს გარშემო განვითარებული მოვლენები კი, გაიძულებენ გარკვეული კორექტივები შეიტანოთ უკვე დასახულ გეგმებში. თუმცა, კოლეგებისა და ხელმძღვანელების დახმარებით შეძლებთ გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნებას, ახლადგაცნობილი გავლენიანი ადამიანები კი, საკუთარი რჩევებითა და ფინასებით დაგეხმარებიან მიზნების მიღწევაში.
მორიელი
სიურპრიზებით სავსე კვირაა, არაა გამორიცხული მოულოდნელად შეხვდეთ იმას, ვინც რადიკალურად შეცვლის მთელ თქვენს ცხოვრებას. ამ კვირაში აუცილებლად გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, განთავისუფლდებით შინაგანი შიშებისგანაც. კარგი პერიოდია ფინანსების მოსაზიდად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, მოგიწევთ ძველი ვალების გასტუმრება და ადრე გაცემული დაპირებების შესრულება.
მშვილდოსანი
საკმაოდ პოზიტიური კვირაა. განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებთ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, შეძლებთ არაორდინალური პროექტების განხორცილებას. არაა გამორიცხული პროტექციის ან დადებითი რეკომენდაციის წყალობით მეტად შემოსავლიანი და პერსპექტიული სამსახურიც იშოვნოთ. გაფრთხილდით, რადგან თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეთ ჩაბმული ავანტურულ სასიყვარულო თავგადასავლებში, რაც ერთის მხრივ უსიამოვნებებს, მეორეს მხრივ კი, საკმაოდ სერიოზულ მატერიალურ ხარჯებს მოგიტანთ.
თხის რქა
ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია! წარმატება გელით ნებისმიერ წამოწყებაში. შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საინტერესო კონტაქტების დამყარებას და იმ გამოცდილების შეძენას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ მომავალში. არაა გამორიცხული შეიცვალოთ ბინა ან სამსახური, გაგიჩნდებათ უცხიეთში წასვლის შანსიც.
მერწყული
თქვენს ცხოვრებაში განვითარების მორიგი ციკლი სრულდება, ამიტომ კვირა ნაკლებად სტაბილური იქნება. საგრძნობლად შემცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. ადვილად გაცივდებით, გადაიღლებით და გაღიზიანდებით. თუმცა, კვირის მეორე ნახევარიდან (5 იანვრიდან) საკმაოდ პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი თქვენს ცხოვრებაში. ძველი პროექტების ან სხვებისთვის გაწეული დახმარებისთვის სწორედ ახლა დაჯილდოვდებით, არაა გამორიცხული მიიღოთ ძვირფასი საჩუქარი ან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ არც ფარული მტრები და მოშურნეები პასიურობენ, რომლებიც ჭორებს ააგორებენ და მორიგ ინტრიგას ჩაიფიქრებენ თქვენს წინააღმდეგ.
თევზები
საკმაოდ საინტერესო და აქტიური კვირაა. მოიმატებს თქვენი სექსუალური და შემოქმედებითი პოტენციალი, შინაგანი შარმის წყალობით კი, მარტივად შეძლებთ გარშემომყოფების კეთილგანწყობის მოპოვებას. არაა გამორიცხული ჩაებათ ახალ სასიყვარულო თავგადასავლებში ან გამოჩნდეს ძველი კარმული პარტნიორი, რომელიც ისევ პრობლემებს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ფინანსების მიმართ, რათა მოულოდნელმა ხარჯებმა, ჯარიმებმა და ძველმა ვალებმა არ შეგიქმნან დამატებითი პრობლემები.
გეომაგნიტური დღეები – 2, 5 და 6 იანვარი.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
