LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვნებათაღელვა 31 დეკემბრის საახალწლო გალაკონცერტის გარშემო – „მომღერალი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე…“

Ardaidardo.Ge

საახალწლოდ თბილისის მერიის მიერ მოწყობილი კონცერტი, რომელიც „პირველი არხის“ ღია ეთერში გადაიცემოდა, ისევ გახდა კრიტიკის საბაბი. გადაწყვეტილებამ იმასთან დაკავშირებით, რომ  ქართველ მომღერლებსა თუ ჯგუფებს ახლად დაწერილი საახალწლო სიმღერები უნდა შეესრულებინათ, საზოგადოეობის ნაწილს თავიდანვე არ მოეწონა. კონცერტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მიშა მდინარაძემ „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ხანია, საახალწლო სიმღერები არ შექმნილა და ამ მხრივ რეპერტუარის გამდიდრება არ იყო ცუდი იდეა.


კონცერტზე უამრავი ქართველი შემსრულებელი ვიხილეთ, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ახალი ნამუშევრებით. საზოგადოების ნაწილს კონცერტი მოეწონა, ნაწილს – არა.

კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რომლის ტყუპი ბიჭები, დათუნა და ზუკაც მონაწილეობდნენ საახალწლო გალაკონცერტში და დედის მიერ დაწერილ ახალ სიმღერას ასრულებდნენ, სოცქსელში გამოთქვა თავისი მოსაზრება და აღნიშნა, რომ კარგი გამოსავალი იქნებოდა, მომღერლები ერთად გამოსულიყვნენ გახმოვანების პრობლემის წინააღმდეგ. მაიკომ დაწერა:

„როგორ შეიძლება, რომ შევიკრიბოთ,მოვილაპარაკოთ და მერე სათანადო სტრუქტურას დაველაპარაკოთ, რომ ერთხელ დასამუდამოდ მოგვიგვარონ ღია ცის ქვეშ გახმოვანების (და არა მარტო ღია ცის ქვეშ) პრობლემადა ეთერში რაც შედის, ეგეც, რათქმა უნდა. ასე მართლა აღარ შეიძლება, ხალხი მომღერლებსლანძღავს და ვერც კი ხვდებიან, რომ მომღერალი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე ამგაუგებრობასა და არაპროფესიონალიზმში…. ტყუპებმა მითხრეს, ვარაუდით ვიმღერეთო დავისაც ვარაუდიც არ აქვს, იმათ რა ქნან? მოკლედ, ეს მართლა მოქმედებს თითოეული ჩვენგანისპრესტიჟზე და ამას ისევ ჩვენ თუ არ ვუშველეთ, სხვას „კიდია“, ყველა დამნაშავის ცოდვაძალაუნებურად თქვენ გედებათ კისერზე, მომღერლებო!!! იქნებ, ვინმე აქტიურმა ადამიანმააიღოს თავზე და მიტინგი მაინც მოვაწყოთ ამ თემასთან დაკავშირებით?“ იხილეთ სრულად