LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში საუკეთესო გოლი 5 წლის ბიჭს გააქვს (ვიდეო)

5 წლის ბიჭი – ინგლისში თვის საუკეთესო გოლის ავტორია.

BBC-ის ვერსიით დეკემბრის საუკეთესო გოლის ავტორად 5 წლის ბრედლი ლოუერი მიიჩნიეს.

ბიჭი მძიმედ არის ავად, სიმსივნის ერთ-ერთი რთული სახეობა დაუდგინეს. მან 14 დეკემბერს „სანდერლენდის“ წინასამატჩო ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა „ჩელსის“ წინააღმდეგ.

ბრედლის ასმირ ბეგოვიჩის კარში პენალტის დარტყმის საშუალება მისცეს. შემდეგ ორივე გუნდმა ბიჭს მაისურები უსახსოვრა.