აშშ-ის სცენარისტების გილდიამ „სრუმეტრაჟიანი ფილმების“ განყოფილებაში ნომინანტები გამოავლინა. ტრადიციისამებრ, პრეტენდენტები ორ კატეგორიად დაიყო – „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ და „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“.
პირველ ნაწილში მოხვდა შემდეგი ფილმები: „ნებისმიერ ფასად“, „ლა ლა ლენდი“, „ლავინგი“, „მანჩესტერი ზღვასთან“ და „მთვარის შუქი“.
მეორე პრესტიჟული ჯილდოსთვის კი „ჩამოსვლა“, „დედპული“, „დაფარული ფიგურები“ და „წინაღობები“ იბრძოლებენ.
გამარჯვებულები 19 თებერვალს, საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
