სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში 9 იანვარს განახლდება. ამის შესახებ „ფორტუნას“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს. სააგენტოში აცხადებენ, რომ სააღმზრდელო პროცესი ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღს ეხება. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყო .
