LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩემო სამშობლო” – მინდა ყველა ქართველს მივუძღვნა ეს სიმღერა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” გიორგი ბუშელაშვილი ესტუმრა.


როგორ შეხვდი ახალ წელს?

არ მჯერა მამლების და მაიმუნების. ჩვეულებრივ, გადარბენაზე შევხვდი ახალ წელს. 15 წუთით ადრე ჩამოვედი თბილისში, გორში მქონდა კონცერტი, შემდეგ ხაშურში, 12 საათზე სცენაზე
შევხვდი ახალ წელს.


როგორი იყო შენთვის გასული წელი?

არ ვარ უმადური ადამიანი, კარგი წელი მქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ მესამე შვილი, ბარბარე შემეძინა. ჩავწერე ახალი სიმღერაც, რომელიც გია მაჭარაშვილის არის, თუმცა ცოტა
”საზაფხულოა” და რომ დათბება, გამოვაჩენ.


როგორია შენი სამომავლო გეგმები?

არ ვგეგმავ ხოლმე არაფერს, თავისით მოდის…


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

დიდი ისტორია აქვს სიმღერას. მინდა, რომ მსმენელმა ისევე მიიღოს, როგორი ემოციით და მუხტითაც ჩავწერე. სიმღერა დაახლოებით 12 წლის წინ დაიწერა, ”ჯეოსტარის” დასრულებიდან 2 წლის შემდეგ. მინდოდა, სამშობლოზე მემღერა. გია მაჭარაშვილს ვთხოვე, რომ დაეწერა, ტექსტი კი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. დაწერიდან ერთი წლის შემდეგ ჩავწერე, სანამ ძალიან კარგად არ გავითავისე. იგეგმებოდა ვიდეორგოლის გადაღებაც, თუმცა ვერ მოხერხდა. დღეს რომ ამ სიმღერის პრემიერაა, ეს გიორგი მშვენიერაძის დამსახურებაა. 13 ნოემბერს 100 000 მოწამის ხსენების დღეს ვარ დაბადებული და ეს სიმღერა ვიმღერე ღონისძიებაზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი დამირეკეს და მითხრეს, რომ უწმინდესს სურდა სიმღერის მოსმენა, ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში. მინდა, ყველა ქართველს მივუძღვნა ეს სიმღერა. ”ჩემო სამშობლო” – ასე ჰქვია სიმღერას.

გიორგი ბუშელაშვილი – ჩემი სამშობლო 

AudioGIORGI BUSHELASHVILI – CHEMO SAMSHOBLO

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti-Giorgi Bushelashvili

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge