
„იუმორინას“ გადაცემამ საახალწლოდ თავის თაყვანისმცემლებს ახალი ნომრები შესთავაზა. მათ შორის იყო „ქუჩის მუსიკოსების“ ძველი და ახალი თაობის ერთობლივი მუსიკალური ნომერი, რომელსაც ინტერნეტსივრცეში დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ.
„ჯერ ასეთი რამე არ მინახავს“, „ეს ის მომენტია, როცა ყველათი და ყველაფრით ამაყი ხარ“, „რომ შემეძლოს, მილიონ მოწონებას დავუწერდი“, „უფროსები ხომ მაგრები არიან, მაგრამ პატარებმა დაგლიჯეს!..“, „მაგარი ბავშვები არიან“ – წერენ მრავალრიცხოვან კომენტარებში „ფეისბუქზე“.
ვიდეო უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა გაიზიარა.
