LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო სიმონიშვილი სიმღერის პრემიერით

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” სოფო სიმონიშვილი გიორგი წიკლაურთან ერთად ესტუმრა. მომღერლება პირდაპირ ეთერში ცოცხლად იმღერეს. გიორგი წიკლაურმა აღნიშნა, რომ ცირა ბზიშვილთან ახალ სიმღერაზე მუშაობს, როემლსაც მსმენელს სულ მალე წარუდგენს.


სოლო სიმღერით გვესტუმრე, თუმცა შენი და გოგიტა გოგიძის დუეტი ჩვენს ეთერში ხშირად ჟღერს… მოგვიყევი როგორი იყო შენთვის 2016 წელი?

ცუდი ნამდვილად არ იყო, კარიერის მხრივ ცოტა მოვიკოჭლებდი, იმიტომ რომ საქართველოში არ ვიყავი, თუმცა ახლა დავბრუნდი და გავაქტიურდები. ყველას ვულოცავ შობა ახალ წელს, ყოფილიყოს მშვიდობა, ხვავი, ბარაქა და დოვლათი.


აღმოსავლური კალენდრის თუ გჯერა?

დიახ, მჯერა და ვითვალისწინებ ხოლმე. ახალ წელსაც წითელ კაბაში შევხვდი.


საახალწლო სუფრას თუ ამზადებ?

ვამზადებ რა თქმა უნდა, მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. გოზინაყისთვის ნიგოზს ადრე ვჭრი ხოლმე, იმიტომ რომ დიდი დრო მიაქვს.


მეკვლეობაზე რას გვეტყვი?

ძირითადად ჩემს ოჯახში ჩემი დისშვილები მოდიან და ძალიან მიხარია ხოლმე მათი მოსვლა, კარგი ფეხი აქვთ. რაც შეეძლება ჩემს ფეხს, ყველასთვის სასურველი მეკვლე ვიყავი
ყოველთვის, ვინც გასათხოვარი იყო თხოვდებოდა, ვინც უმუშევარი იყო მუშაობას იწყებდა და ა.შ.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

ძალიან მომწონს, არის ძალიან ნიჭიერი ადამიანის მიერ გაკეთებული, ეს გახლავთ ცირა ბზიშვილის სიმღერა. მას ეკუთვნის მელოდიაც, ტექსტიც, არანჟირებაც. ლირიული სიმღერაა, რომანსის ჟანრშია. იდეა ასევე ცირას ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდებაა ”ძალიან შორს”.

სოფო სიმონიშვილი – ძალიან შორს

AudioSOPO SIMONISHVILI – DZALIAN SHORS

 


გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiosoposimona

 


სოფო სიმონიშვილი & გიორგი წიკლაური – დეკემბერი. Live


ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge