LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი ”სტატუსი” თბილისს უმღერის

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ანსამბლი ”სტატუსი” ესტუმრა. მისი წევრები არიან: დათო და სოსო დარბაიძეები, ნაიბი კობახიძე და გია კაჭკაჭიშვილი.


როგორ ხართ?

საახალწლო განწყობა გვაქვს, მსმენელს საჩუქარი მოვუტანეთ სიმღერის სახით. სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა, სიმღერა ეძღვნება თბილისის.


როგორი იყო თქვენთვის 2016 წელი?

ვფიქრობთ, რომ კარგი წელი იყო. შევიცვალეთ სახელწოდება, დავირქვით ”სტატუსი”, ვინაიდან სტატუსი ნიშნავს პოზიციას, მდგომარეობას, ჩვენი პოზიცია იყო მიგვეწოდებინა ქართველი
მსმენელისთვის ახალი რამ. ორიენტირებუნი ვართ კლასიკისკენ.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

სიმღერის სახელწოდებაა ”თბილისური”. ბატონი გივი სიხარულიძეა ლექსის ავტორი, ტექსტი კი მაყვალა ხორბალაძეს ეკუთვნის. ჩაიწერა ცირა ბზიშვილთან, არანჟირებაც ცირასთან გაკეთდა.


სამომავლო გეგმები?

იტალიურ ენაზე ვამზადებთ სიმღერებს. არ დავკონკრეტდებით, თუმცა მსმენელს ჩვენგან დიდი სიურპრიზი ელის. გვაქვს რეპეტიციები, ვამზადებთ ქალაქურ სიმღერასაც.

ჯგ. სტატუსი – თბილისური 

AudioJG STATUSI – TBILISURI


 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiostatusians

ფოტოები