
”არ დაიდარდოს” ჯგუფი ”ალეგრო” ესტუმრა. მისი წევრები არიან: გოჩა რუხაძე, ხვიჩა მანჯგალაძე და მიხეილ აბრამიძე. ”ალეგრო” ითარგმნება როგორც ”მხიარულნი” და აჩქარებულ ტემპს მიუთითებს.
როგორი იყო თქვენთვის 2016 წელი?
2016 წელი ”ალეგროსთვის” ძალიან საინტერესო იყო. გვქონდა მუდმივი ძიების პროცესი, რომ ნაწარმოებების ციკლი სტილისტიკურად შეგვერჩია და მჯერა, რომ ჩვენი მცდელობა შედეგს
გამოიღებს. ჯგუფ ”ალეგროს” ცნობადობა საქართველოში გაიზარდა. ”ალეგროს” პოპულარიზაციაში გვინდა რადიო ”არ დაიდარდოს” დიდი წვლილი ავღნიშნოთ. რომ არა თქვენი მხარდაჭერა, ძალიან გაგვიჭირდებოდა საზოგადოებისთვის თავის გაცნობა. ჯგუფ ”ალეგროს” ერთ-ერთი სიმღერა ”სანთლები” ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” მუსიკალურ კონკურს ”ოქროს ტალღაზეც” იყო ნომინირებული.
როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს?
ამჟამად ოთხნი ვართ, აქედან სამნი ყოფილი ”იბერეთის” წევრები ვართ. ჩვენ კი 2003 წლიდან ახალ წელს ”მრავალჟამიერით” ხვდებით.
როგორია ”ალეგროს” სურვილები 2017 წელს?
”ალეგრო” ნიშნავს მხიარულს, რითმის აჩქარებას და გვინდა, რომ ნელ აჩქარებულ რეჟიმში 2017 წელი იყოს ჩვენი მსმენელებისთვის სიკეთის კეთების დაწყების წელი. ჩვენი ჯგუფი ეცდება
სიმღერებში ეს მესიჯი გაატაროს. არ ვიმღერებთ დაკარგულ სიყვარულზე, არ გვექნება დატირებები, ჩვენ ახალ დღეზე, ცხოვრების სიხარულზე, პოზიტივზე და იმედზე ვიმღერებთ.
რა გეგმები გაქვთ?
ვემზადებით იმისთვის, რომ საზღვარგარეთ გავიტანოთ ჩვენი შემოქმედება. კონკრეტულად ვერონაში ვგეგმავთ კონცერტს და შევხვდებით ქართველ ემიგრანტებს. სპეციალურად ამ
გასტროლისთვის იტალიურ სიმღერაზე ვმუშაობთ.
”ქალავ სიცოცხლე”, ამ სიმღერით გვესტუმრეთ…
ეს არის მონატრებული ჰიტის გახსენება. ჩაიწერა 2003 წელს, ჩვენ მაშინ ანსამბლი ”იბერეთი” ვიყავით. მაშინ ძალიან შეიყვარა მსმენელმა ეს სიმღერა. გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მსმენელს. დიდი ცვლილება სიმღერას არ განუცდია.
ჯგ. “ალეგრო” – ქალავ სიცოცხლე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
