ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია დასრულდა. გამოცემა The Telegraph-მა ეს მოვლენა შეაჯამა და იმ ვარსკვლავებზე დაწერა, რომლებმაც ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და რომლებმაც უარი განაცხადეს.
მეუღლესთან, მელანია ტრამპთან პირველი ცეკვის შესასრულებლად ტრამპმა ფრენკ სინატრას ლეგენდარული ჰიტი My Way შეარჩია. საღამოზე ის ჯაზ-მომღერალმა, ერინ ბოემმა შეასრულა.
ცერემონიაში მონაწილეობა ასევე ჯგუფის Sam and Dave ფრონტმენმა სემ მურმა, საცეკვაო კოლექტივმა The Rockettes, ინსტრუმენტალურმა ჯგუფმა Piano Guys, ქანთრი ვარსკვლავებმა ტობი კიტმა და ლი გრინვუდმა, პრემია „ემის“ ლაურეატმა ბო დევიდსონმა, ჯგუფებმა 3 Doors Down Reagan Years და MIXX-მა მიიღეს.
ტელეშოუ America’s Got Talent-ის მონაწილემ, ჯეკი ივანკომ კი ამერიკის ეროვნული ჰიმნი შეასრულა.
ცნობილ ვარსკვლავებს შორის კი, რომლებმაც ინაუგურაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს კეტი პერი, ელტონ ჯონი, ბიონსე, სელინ დიონი, მობი, ადამ ლამბერტი, ჯონ ლეჯენდი, R Kelly და სხვა ცნობილი სახეები არიან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ნიუ-იორკში ვარსკვლავების მონაწილეობით საპროტესტო აქცია გაიმართა.
