სიახლე იწყება იქ, სადაც მთავრდება საზღვრები – ეს Audi Q7–ია, რომელიც საქართველოში აუდის ცენტრში სულ ცოტა ხნის წინ ჩამოიყვანეს.
Audi Q7 ერთი ამბიციური იდეის შედეგია: ყოველთვის იყო უკეთესი. მისი დიზაინერული დეტალები მამაკაცურია და ამავდროულად მსუბუქი. მისი სალონი კი უმაღლესი დონის კომფორტს და უფრო მეტ თავისუფალ სივრცეს გვთავაზობთ.
Audi Q7 3.0 ლიტრი მოცულობის ძრავით, ამ ხუთადგილიანი სალონის ადგილიდან დაძვრასა და 0––100 კილომეტრ/საათამდე აჩქარებას 6,3 წამში შეძლებს.
აუდის ქართულ შოურუმში წარმოდგენილია 334 ცხენისძალით და ტიპტრონიკული გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი q7, რომლის საბაზო მონაცემებში ტყავის შავი სალონი, რადიო და ტელევიზია, სათადარიგო კეცვადი საბურავი და 3 ქიმიანი დიზაინით და სიჩქარეთა გადართვის რეგულირებით სპორტული მულტიფუნქციური საჭე შედის.
მძლავრი და გამორჩეული ასე ახასიათებენ audi Q7–ს მისი შემქმნელები.
გადაცემის ჩანაწერი
