LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep Grand Cherokee – ფუფუნების ზედა ზღვარი

ახალი Grand CHEROKEE, რომელიც ჯიპის ცენტრშია წარმოდგენილი  გამორჩეული სტილით, უკომპრომისოდ მდიდრული და ფუნქციონალურია.

მისი ვიზუალი ფუფუნების ზედა ზღვარს სცდება. ეს დახვეწილობის ახალი საფეხურია.

დაწყებული წინა მაშუქებით დამთავრებული თბობადი და კეცვადი ელექტრო სარკეებით, მისი თავდაჯერებული და ელეგანტური ექსტერიერი ხაზს უსვამს  მის სიძლიერეს ყველა კუთხით. Grand Cherokee ხასიათდება უნიკალური საინჟინრო სტილით და ბრენდის ყველა შესაძლებლობით.

რთული და ჩვეულებრივი გზებისთვის აწყობილი GRAND CHEROKEE აღჭურვილია 4 წამყვანი თვალით, 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და 3. 6 ლიტრი მოცულობის ბენზინის 6V ძრავით, რომელიც წუთში 286 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მისი კაბინა საკმაოდ ტევადია, რაც უფრო მოსახერხებელია მაღალი მძღოლებისათვის.

უმაღლესი სტანდარტი – ეს ავტომობილი დაგანახებთ მშვენიერებას ყოველ კილომეტრზე.

GRAND CHEROKEE ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელია თავის კლასში, რომელშიც გაერთიანებულია უსაზღვროდ მდიდრული ელემენტები და ფუნქციონალური შესაძლებლობები. რაც შეეხება საწვავის მოხმარებას ეს მოდელი 100 კილომეტრზე 10.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

გადაცემის ჩანაწერი