LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MITSUBISHI MIRAGE – შეუდარებელი ქალაქის ვიწრო ქუჩებისთვის

MITSUBISHI MIRAGE – ეს ავტომობილი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.

მეგობრებთან სიარული, სამსახურიდან შესვენებაზე გასვლა, შოპინგი თუ გადარბენები დილიდან საღამომდე, მიცუბიშ მირაჟი თქვენი დაკავებული ცხოვრების სანდო თანამგზავრი გახდება.

თანაც  ეს ავტომობილი ქალაქის ვიწრო ქუჩებისთვის მართლაც შეუდარებელია.

მირაჟის სპორტული სწორი ხაზები და ქრომირებული ხაზები ამ ავტომობილს განსაკუთრებულ იერს ანიჭებს და სხვებისგან გამორჩეულს ხდის.

2015 წლის მიცუბიშ მირაჟის 1.2 ლიტრი მოცულობის ძრავი წუთში 77 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ავტომობილს წინა წამყვანი თვლები და 5 სიჩქარიანი ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფი აქვს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 167 კილომეტრი საათშია.

ყველაფერთან ერთად, მიცუბიშ მირაჟი დაუჯერებლად ეკონომიკურია. საწვავის მოხმარება კი 100 კილომეტრზე საშუალოდ 4.8 ლიტრია.

გადაცემის ჩანაწერი