LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ გააერთიანა ვერიკო ტურაშვილი და ლაშა ჯუხარაშვილი?

Ardaidardo.Ge

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მომღერალი ვერიკო ტურაშვილი საკუთარ თაყვანისმცემლებს ახალ კლიპს შესთავაზებს. გადაღებები გუშინ დაიწყო და ვიდეორგოლის პრეზენტაცია თებერვალში გაიმართება.


„
არ დაიდარდო“ ვერიკო ტურაშვილს დაუკავშირდა:

– ახალ კლიპს ვიღებ მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე, რომლის სახელწოდებაც ჯერჯერობით შერჩეული არ მაქვს. კლიპს „სტატუს სტუდიო“ და რეჟისორი ანტონ თათრიძე იღებს. გადაღებები თბილისის სხვადასხვა ადგილებში წარიმართება.


განსხვავებული
იმიჯით წარსდგებით მსმენელის წინაშე?

– განსხვავებულ ამპლუაში მნახავს მსმენელი, კლიპის პრემიერა თებერვალში გაიმართება.


–
თქვენს გარდა ვინ იღებს კლიპში მონაწილეობას?

– კლიპში მონაწილეობს რუსთაველის თეატრის მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი. ეს ჩემი არჩევანი იყო, ვიფიქრე კარგად გაართმევდა თავს ამ საქმეს.

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge