LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის – ეკონომიკის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ განიხილავს ისეთი ტიპის ცვლილებებს, რაც გადასახადების მომატებას გულისხმობს.

„საქართველოს მთავრობა არ განიხილავს კონსტიტუციაში ისეთი ტიპის ცვლილების შეტანას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან ახალი საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების დამატება, ან რეფერენდუმის გაუქმება გადასახადების განაკვეთის გაზრდაზე“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ეს განმარტება ნინო ჯავახაძემ გადასახადებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

„არსებული ნორმები თანხვედრაშია ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, ისინი ქმნიან საინვესტიციო მიმზიდველობის გარანტიას და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, რაც არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები. შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა თანხვედრაშია კონსტიტუციის არსებულ ნორმებთან და მათი შეცვლა არ იგეგმება“, – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

ინიციატივა ამასთან დაკავშირებით, გუშინ სოციალ-დემოკრატების ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა გააჟღერა. იგი გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერის ამოღებას, რომელიც ახალი გადასახადის დაწესებას, ან გადასახადის გაზრდას მხოლოდ რეფერენდუმის მეშვეობით ხდის შესაძლებელს.