LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო მაფიას შეებრძოლება

ლეონარდო დიკაპრიო მაფიასთან ბრძოლის შესახებ ფილმში მონაწილეობას მიიღებს, პარალელურად კი პროექტის პროდიუსერიც იქნება.

ფილმი რეალურ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული და ის სტეფან ტელტის რომანის, „შავი ხელის“ ეკრანიზაცია გახდება.

სიუჟეტის მიხედვით, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ჯო პეტროზინო, რომელსაც „იტალიელ შერლოკ ჰოლმსს“ ეძახიან, მაფიას ებრძვის. მოქმედება 90-იან წლებში ვითარდება.

დიკაპრიოს ამ დროისთვის უკანასკნელი ნამუშევარი დოკუმენტური ფილმი „პლანეტის გადარჩენაა“ (2016).