ქალს შესაყვარებლად მხოლოდ 45 წამი სჭირდება. ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ როდესაც საქმე გრძნობას შეეხება, სუსტი სქესის წარმომადგენლები ბევრს არ ფიქრობენ და ეს პროცესი ძალიან სწრაფია.
როგორც კვლევამ აჩვენა, მამაკაცთაგან განსხვავებით ქალბატონებს ძალიან სწრაფად და თან ძალიან ძლიერად უყვარდებათ. საპირისპირო სქესს კი ამისთვის ბევრად მეტი დრო სჭირდება.
სპეციალისტებმა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტიც აღმოაჩინეს, შეყვარებული ქალი ხშირად დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებსაც იღებს და მისთვის ინტერესის ობიექტი ყველაზე და ყველაფერზე პრიორიტეტული ხდება.
