LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მძღოლებს წითელზე გავლის უფლებას მისცემენ

ამერიკული ოჰაიოს შტატში ამა წლის მარტიდან მძღოლებს საშუალებას მისცემენ შუქნიშნის წითელ ფერზე გაიარონ.

იმისათვის, რომ საჯარიმო ქვითარის მიღება თავიდან აიცილონ, მძღოლები გაჩერდებიან სტოპ ხაზთან, დარწმუნდებიან, რომ მოძრაობის სხვა მონაწილეები არ არიან, რომ ავარიის პროვოცირება არ მოახდინონ და ასევე, უნდა მიხვდნენ, რომ შუქნიშანი არაკორექტულად მუშაობს.

იმ შემთხვევაში, თუკი საგზაო შემთხვევა მაინცმოხდება, ავარიაში დამნაშავე სწორედ ის მძღოლი იქნება, რომელმაც აკრძალულ სიგნალზე გაიარა. მთავრობას იმედი აქვს, რომ ასეთი შეზღუდვა შესაძლებლობის ბოროტად გამოყენების შემთხვევებს აარიდებს.

ამჟამად აშშ-ში შუქნიშნების უმრავლესობა საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო ნაკადის კონტროლის ელექტრონული სისტემებით არის აღჭურვილი, რომლის გამოც შესაძლოა ზოგჯერ ”წითელზე” გაჭედონ” კიდეც.