
ნოდიკო ტატიშვილმა გერმანიაში ქართველი ემიგრანტებისთვის რამდენიმე კონცერტი გამართა, რომლებმაც წარმატებით ჩაიარა. ამ თემასთან დაკავშირებით მომღერალი „ფორტუნას“ ეთერს სტუმრობდა, სადაც ნიკა კაციას ჩაერთო გადაცემა „ლიმონში“.
„გერმანიაში ჩემი ტურნე ძალიან კარგი და საინტერესო იყო, რადგან დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდნენ ქართველი ემიგრანტები. მათთან შეხვედრა მიხარია. 28 იანვარს კარლსრუეში მქონდა დიდი კონცერტი, თბილი და ემოციური საღამო გამოვიდა, ორ საათნახევარი ვიმღერე, არაფრით გამიშვეს სცენიდან. რაც მქონდა, ყველა სიმღერა შევასრულე და შემდეგ გავიმეორე.
რა თქმა უნდა, როგორც აქ არის ჰიტი „It’s OK“, ისევე იქ. გარდა ამისა, მაქვს „ჩარი რამას“ ახალი ვერსია, აქტიურად ვასრულებ ალექსანდრე ბასილაიას სიმღერებს, რაც ძალიან მოსწონთ“. – აღნიშნა ნოდიკომ გადაცემაში საუბრისას.
მისივე თქმით, 2 აპრილს ნინი ბადურაშვილთან ერთად, ქართველი ემიგრანტებისთვის, ათენში კონცერტს გამართავენ.
