ხელოვნურად საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, ბუნებრივად შექმნის კონსტიტუციურ კოლიზიას, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ხელოვნურად საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, ბუნებრივად შექმნის კონსტიტუციურ კოლიზიას, რადგან ერთი კონსტიტუციით მოხდება პრეზიდენტის არჩევა, ხოლო მეორე კონსტიტუციის თანახმად შევა ძალაუფლებაში. საერთოდ რიგგარეშე არჩევნები არის ქვეყნის ნორმალური საარჩევნო დინამიკიდან გადახვევა და თავისთავად ამას სერიოზული არგუმენტი სჭირდება, სტაბილურობის და დაცულობის თვალსაზრისითაც. მაგრამ არის კიდევ ისეთი არგუმენტი, როგორიცაა პოლიტიკოსების სტილი. ჩემი სტილი არასდროს ყოფილა ე.წ. „ჩორნი ხოდიდან“ პოლიტიკური პროცესის გადაწყვეტა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
