LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ემოციონალური რობოტი შექმნეს

ინოპოლისის კოგნიტურ რობოტებზე მომუშავე სპეციალისტებმა, ლაბორატორიაში ემოციონალური რობოტი, სახელად – გაგარინი შექმნეს. ემოციონალურ რობოტს შეუძლია მოსაუბრის ადამიანური  ემოციების აღქმა.

გაგარინს შეუძლია გაგესაუბროთ კოსმოსზე, ასევე, თქვენი საუბრის გარჩევით, შეარჩიოს შესაბამისი გამომეტყველება. მისი ყველაზე ცნობილი ემოციებიდან აღსანიშნავია – ბედნიერება, შიში, გაკვირვება, მწუხარება და ა.შ.

სამომავლოდ რობოტის გამოყენება სხვადასხვა დაწესებულებებში იგეგმება. მწარმოებლის განცხადებით, მისი გამოყენება სავსებით შესაძლებელი იქნება უახლოეს მომავალში. მათი განცხადებით, გაგარინის პროტოტიპები ადაპტირებული გიდები ან სამედიცინო დამხმარეები იქნებიან.

მისი საცალო ფასი 50.000 ამერიკული დოლარიდან დაიწყება

.659