ისევე, როგორც ბევრ კოლეგას, მერაია ქერის პირად ცხოვრებაში განცდილი მარცხი შემოქმედებაში გადააქვს. მილიარდერ ჯეიმს პეკერთან ნიშნობის ჩაშლას გაგრძელება სიმღერაში „I don’t“ და მასზე გადაღებულ კლიპში მოჰყვა.
ვიდეოში მერაია საქორწინო კაბაში არის გამოწყობილი, რომლის ღირებულებაც 250 ათას დოლარს შეადგენს. სიუჟეტის მიხედვით ის გამორბის მდიდრული სასახლიდან, ჯდება „როლს როისის“ უკანა სავარძელში და რეპერ YG-თან ერთად წარუმატებელ სიყვარლზე მღერის.
შეგახსენებთ, რომ მერაიამ და ჯეიმს პეკერმა შეხვედრა 2015 წელს დაიწყეს. 2016-ში კი მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს, თუმცა ქოწილამდე საქმე არ მივიდა და გასული წლის ოქტომბერში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
