Chevrolet trax ქალაქის სმარტ ავტომობილია, რომლის გარეგნობაც და ინტერიერიც მთლიანად თქვენ კომფორტზეა მორგებული.
კომპაქტური ავტომობილის 5 ადგილიან სალონში კომფორტს შეგიქმნით, აქტიური თავის მისაყრდნობი, სავარძლების ელექტრო რეგულირება, წინა ელექრო შუშები ბლოკირების ფუნქციით და კრუიზ კონტროლი.
6 საფეხურიანი ტიპტრონიკული გადაცემათა კოლოფი, 1. 8 ლიტრი მოცულობის, 4 ცილინდრიანი ძრავი, 141 ცხენისძალით, ევრო 5- ის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
ტრექსს, რომელიც საქართველოში შევროლეს ოფიციალურ დილერთან “აუტო პალასის” ცენტრშია წარმოდგენილი, საჭის ჰიდროგამაძლიერებელი აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ ავტომობილი უფრო რბილად მართოთ. ასევე შეგიძლიათ ის 4 მიმართულებით დაარეგულიროთ.
სავსე საწვავის ავზი, რომლის მოცულობა 53 ლიტრია საკმაოდ დიდხანს გეყოფათ, რადგან ავტომობილი ეკონომიურია. ის 100 კილომეტრზე საშუალოდ, 7.6 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.
მოდელის ფერი, რომელიც ახალ მფლობელს ელოდება მეტალიკია.
ავტომობილზე 3 წლიანი გარანტია მოქმედებს. ან 3 წლის ნაცვლად შეგიძლიათ საგარანტიო ვადად 100 000 კმ-იანი გარბენი აირჩიოთ.
გადაცემის ჩანაწერი
