LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედიას სასიყვარულო შეტყობინება მეუღლეს – „დაბადების დღეს გილოცავ, ბუცი!..“

Ardaidardo.Ge

მომღერალი სოფო ბედია და მიშა მესხი უკვე რამდენიმე წელია, ერთად არიან. მიშაც და სოფოც საჯაროდ არასდროს ერიდებიან საკუთარი გრძნობების დემონსტრირებას. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია ის მეტსახელები, რომლებითაც წყვილი ერთმანეთს მოიხსენიებს, მაგალითად, სოფო თავის საყვარელ მეუღლეს „ბუცის“ უწოდებს.


ეს მისი სტატუსიდანაც ჩანს, რომელიც ახლახან გამოაქვეყნა და მიშას დაბადების დღე მიულოცა.

სოფო წერს:

„რატო მიყვარხარ? ამბობენ, მაშინ გიყვარს, როცა იცი, რატო გიყვარსო!.. მე ვიცი, რატომ მიყვარხარ. იმიტომ რომ ხარ კეთილი, უბოროტო, მზრუნველი, ერთგული, ჯუჯღუნა, ფიცხი, ალალი, ხანდახან ეგოისტი, გიჟი, გადარეული, მხიარული, არანორმალური იუმორით სავსე და მე შენ მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ. დაბადების დღეს გილოცავ, ბუცი…“

Ardaidardo.Ge