LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში სასტუმრო – შუქურა გაიხსნება

გალისიაში მდებარე ილია-პანჩას შუქურა უკვე 34 წელია აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ მისი დანიშნულება შეიცვლება და იქ სასტუმროს გახსნიან.

„ნოტიციას“ ინფორმაციით, პროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს დაამტკიცეს. ზოგადად შუქურა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და გასულ წელს 30 მილიონამდე დამთვალიერებელი ყავდა, რაც გალისიის ამ რეგიონისთვის რეკორდული მაჩვენებელია. შესაბამისად, ილია-პანჩაში სასტუმროს არსებობა ნამდვილად საჭიროა.

საინტერესოა, რომ ესპანეთის გაყინულ ობიექტთა შორის სულ 187 შენობა-ნაგებობა მოხვდა და პროექტის მიხედვით მათ უმრავლესობაში სასტუმროები განთავსდება.