LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების მინისტრის რომელი გამონათქვამი მოეწონა ნანუკა ჟორჟოლიანს

ეკა ხოფერიას თოქშოუში განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა და სხვა ბევრ ზღაპართან ერთად იმ საკითხსაც შეეხო, რატომ არ მოსწონს, რომ გოგონები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცებს ელოდებიან.

„პრინცესებიან ზღაპრებში ერთი რამ შევამჩნიე საერთო, ყველა პრინცესა ელოდება ვიღაც კაცს, რომელმაც უნდა უშველოს და საკუთარ თავს რატომ არ შეუძლია, რომ უშველოს?!  მგონია, რომ ეს ამბები გოგონებს შეიძლება არწმუნებდეს, რომ შენ აუცილებლად კაცმა უნდა გიშველოს და მოგიგვაროს რაღაცები, გენდერის პრობლემებია,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

მის ამ მოსაზრებას გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი და „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა:

„განათლების მინისტრს გაუკრიტიკებია გოგონები, რომლებიც ცხენებზე ამხედრებულ პრინცებს ელოდებიან, საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად. ჰაჰა:)) აი, როგორ არ დავეთანხმო. თან დღეს, გენდერული თანასწორობის ეპოქაში. დროსა და სივრცეში სადაც ვამტკიცებთ, რომ ჩვენც, ქალებსაც შეგვიძლია.

მოკლედ, კაცების შექმნილი ცხოვრების დედაც, ჯეკ. ჩვენ უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები და გარემო საკუთარ თავს, რომ ყველა „პრინცს“ სწორედ ჩვენთან მოუნდეს და იქეთ ავირჩიოთ, ვისი ცხენი ვისას ჯობია:)“