ინსაიდერების მიხედვით, კორეული კომპანია – Samsung-ი განსხვავებული სახის ტაბლეტურ კომპიუტერზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ტაბი მსოფლიოში არ არსებობს. გლუვნაპირებიანი ტაბლეტური კომპიუტერი Galaxy Tab 3S-ის სახელითაა ცნობილი. მის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში გახდა ცნობილი, ამჯერად კი, ინტერნეტში ჯაშუშურად მოპოვებული ფოტოები გავრცელდა.
მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ირკვევა, რომ ტაბი იმუშავებს Snapdragon 820-ის პროცესორზე და აღჭურვილი იქნება 9.6 ინჩიანი Amoled დისფლეით. Amoled ტიპის დისფლეები ნაკლებ ენერგომოხმარებას გვპირდება. გაჯეტი 4 GB ოპერატიულითა და 32 GB შიდა მეხსიერებითაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება მის კამერებს: 12 ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა საკმაოდ ხარისხიან ფოტოებს გვპირდება, ხოლო ბატარეის ტევადობა 5870 მილიამპერ/საათს შეადგენს.
მოწყობილობა Android-ის ფინალურ ვერსიაზე – Nougat-ზე იმუშავებს და USB Type-C პორტით იქნება აღჭურვილი. ფასის შესახებ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.
მისი ოფიციალური ანონსი 26 თებერვალს, Mobile World Congress 2017-ზე შედგება.
