LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ახალი ნამუშევარი მსმენელს დავით ცერცვაძემ წარუდგინა”

Ardaidardo.Ge

”არ დაიდარდოს” ეთერში კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა შედგა. ახალი ნამუშევარი მსმენელს დავით ცერცვაძემ წარუდგინა.


დავით ცერცვაძე: – ”არ დაიდარდო სანამ გაიხსნებოდა, მანამდე ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” მარკეტინგის თანამშრომელი ვიყავი. მას შემდეგ ჰოლდინგის დიდი მეგობარი ვარ. რაც შეეხება სიმღერას, ის ასი წლის წინ, ბაქოში დაიწერა. იაკობ მანსვეტაშვილის ტექსტია თბილისზე. დაახლოებით სამი წლის წინ ვმუშაობდი არქივში მის წიგნებზე და სწორედ ამ დროს შემხვდა ლექსი. იქვე დამებადა მელოდია, ჩემი პირველი ემოცია აღარ შევცვალე, დღეს სწორედ ამ ემოციას მოისმენს მსმენელი. ზურა ყიფშიძე კითხულობს ლექსს, შემდეგ მე შემოვდივარ და ასევე კვარტეტი ”მუხამბაზი” მღერის. ხვიჩა მაღლაკელიძეს მინდა გიტარის პარტიისთვის და დუდუკის პარტიისთვის კი გიგა ლოლაშვილს მადლობა გადავუხადო. მადლობა ასევე მარიამ ქაცარავას არანჟირებისთვის. ”თბილისო სიყვარულისო”- ასე ჰქვია სიმღერას. ნორიოში, მის მშობლიურ სოფელში იაკობ მანსვეტაშვილის ბიბლიოთეკა გავხსენით. თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზართან ამ ადამიანის სახელობის ქუჩაც გაიხსნება. ასევე, გამოვა სამ ტომეული იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებების შესახებ”.

ზურა ყიფშიძე, დავით ცერცვაძე & კვარტეტი მუხამბაზი – თბილისო სიყვარულისო

AudioZURA KIPSHIDZE, DAVIT CERCVADZE KVARTETI MUXAMBAZI – TBILISO SIYVARULISO



გადაცემის აუდიოჩანაწერი 

AudioPremiera. Davit Cercvadze

ვიდეო კოლაჟი


 



ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge