ბარაკ ობამას ყოფილი ფოტოგრაფი, პიტ სოუზა „ინსტაგრამზე“ დებს ფოტოებს, რომლითაც, როგორც სჩანს, ბოლო პოსტების გამო დონალდ ტრამპს „დასცინის“.
ეს სოუზას მიმდევრებმაც შენიშნეს და აღნიშნავენ, რომ ფოტოგრაფი აშშ-ს პრეზიდენტის „არასწორ“ გადაწყვეტილებებს ბარაკ ობამას ძველი ფოტოებით პასუხობს.
ეს „კამპანია“ სოუზამ 29 იანვარს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა აშშ-ში 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალა.
ფოტოგრაფის პასუხი იყო სურათი, რომელზეც ბარაკ ობამა და ახალგაზრდა მუსულმანი ლტოლვილი იცინიან.
შემდეგ მან გააზიარა სურათი, სადაც ობამა მექსიკის პრეზიდენტთან, ენრიკე პიენა ნიეტოსთან ერთად ტეკილას სვამს.
შემდეგ – ობამა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მხიარული საუბრის ფოტო
“ინსტაგრამზე” ფოტოგრაფის მიმდევრები იმედს გამოთქვამენ, რომ პიტ სოუზა ტრამპის აგრესიული ნაბიჯების საპასუხოდ კვლავ გააზიარებს სოციალურ ქსელში საინტერესო და ისტორიულ სურათებს.
