LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rav4 – ჰიბრიდი ყოველდღიურობისთვის

ჰიბრიდული ავტომანქანები მომავლის ტექნიკაა, საქართველოში ავტომობილთა ეს ტიპი თანდათან უფრო და უფრო იკიდებს ფეხს.

2016 წლის RAV 4 ჰიბრიდი შეიძლება ითქვას, ამ განვითარებისა და წინსვლის ნათელი მაგალითია.

გარეგნულად სპორტული და შიგნიდან ერგონომიული. ყველა ამძრავი (AWD) სისტემა და ინტეგრირებული დინამიური მართვის (IDDS) უნიკალური სისტემა ანიჭებს განსაკუთრებულ სიმარჯვესა და გაძლიერებულ მართვას. კომფორტული და უნივერსალური Rav4 თავისუფლად იტევს ხუთ მგზავრს, ასევე მას გააჩნია საკმარისად ტევადი საბარგული.

ევრო 5 სტანდარტის ავტომობილის საწვავის ხარჯი საშუალოდ 5.7 ლიტრს შეადგენს.

ტევადი სალონი, აღჭურვილია ორზონიანი ავტომატური კლიმატ კონტროლით და კომფორტული სავარძლებით, რომლებსაც გათბობის ფუნქციაც აქვს.

მულტიფუნქციური, რეგულირებადი და კომფორტულ საჭე საშუალებას მოგცემთ მართოთ ავტომობილის არა მხოლოდ მიმართულება, არამედ შიდა ფუნქციები, როგორიცაა აუდიოსისტემა, ტელეფონი და ხმოვანი მართვა. აღსანიშნავია, რომ საჭეზე სხვა მნიშვნელოვან ღილაკებთან ერთად ჩამრთველებიცაა განლაგებული.

Rav 4 ჰიბრიდი, ტოიოტა თბილისის ცენტრშია წარმოდგენილი.

გადაცემის ჩანაწერი