ტეხასის პოლიციის თანამშრომელმა ქალაქ გლენ ჰაიტსის რესტორანი ცეცხლმოკიდებული პიკაპისგან იხსნა. მომხდარი პოლიციის სამსახურეობრივი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა ჩაიწერა.
პილიციელი კრის ვომეკი სწრაფი კვების რესტორან Jack in the Box-თან გამოიძახეს, სადაც ერთ-ერთ ფანჯარასთან ცეცხლმოკიდებული ”ფორდი” იდგა, მან საპოლიციო ავტომობილი ბუქსირისთვის გამოიყენა და პიკაპის უსაფრთხო მანძილზე გადაყვანა მოახერხა. ფაქტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუ რატომ წაეკიდა ავტომობილს ცეცხლი, უცნობია.
