Intel-ის სპეციალისტებმა შექმნეს დრონი, რომელიც სპეციალიზებულია გარკვეული ტიპის აპლიკაციებზე სამუშაოდ. კვადროკოპტერის მართვა წინასწარ შექმნილი პროგრამით შეიძლება. მფრინავი აპარატი Aero Compute Board-ის პლათფორმაზეა შექმნილი და Atom x7-Z8750-ის პროცესორსა და 4 GB ოპერატიულ მეხსიერებაზე მუშაობს. მისი შიდა მეხსიერება 32 GB-ს შეადგენს. მოწყობილობა აღჭურვილია Wi-Fi მოდულით, ასევე USB 3.0 პორტით და 2 კამერით, მათგან ერთი წინაა, ხოლო მეორე უკანა მხარეს.
დრონის კომპლექტში 4 ძრავია, რომელიც 8 პროპელერითა და 4 სიჩქარის კონტროლერითაა აღჭურვილი. უპილოტო მფრინავი აპარატს RealSense 3D კამერა აქვს.
აღსანიშნავია, რომ მფრინავი მოწყობილობა ჰაერში ულამაზესი სპეცეფექტების წარმოსადგენადაა შექმნილი.
