LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ კეისი აფლეკი გახდა

ლოს-ანჯელესის “დოლბის” თეატრში “ოსკარების” დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. ამჯერად “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” გამოვლინდა და ეს წოდება კეისი აფლეკმა მიიღო ფილმით “მანჩესტერი ზღვასთან”.

აღნიშნულ კატეგორიაში მისი მთავარი კონკურენტები იყვნენ: რაიან გოსლინგი, „ლა ლა ლენდი“, ენდრიუ გარფილდი, „სინდისის ქენჯნა“, ვიგო მორტენსენი, „კაპიტანი ფანტასტიკა“, დენზელ ვაშინგტონი, „წინაღობები“.

სამადლობელ სიტყვაში კეისიმ მადლობა დენზელ ვაშინგტონს გადაუხადა და განაცხადა, რომ მსახიობობა სწორედ მისგან ისწავლა.