გადაცემას ”რადიო დუეტი” თემო საჯაია ესტუმრა.
როგორ ხარ?
მივესალმები რადიომსმენელს. ასე აეწყო, ხან შენ ხარ ჩემთან სტუმრად, ხან კიდევ მე. მადლობა მოწვევისთვის, მიყვარს აქ მოსვლა.
როგორ აღმოჩნდი ტელევიზიაში?
ერთ დღეს ”იბერიაში” ვიყავი სტუმრად, ლიზა ვადაჭკორია და მარიკა ხიდურელი შემხვდნენ, სწორედ მაშინ შემომთავაზეს წამყვანობა. დღემდე ვსწავლობ, ყოველდღე ვიზრდები, მე არ ვარ
ჟურნალისტი, თუმცა ტელევიზიაში სტუმრის რანგში ძალიან ხშირად ვყოფილვარ. ჩემი პარტნიორი ეთერში ნინო შავგულიძეა, მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც გადაწყვიტა, რომ ტელევიზიაში უნდა მემუშავა.
რა გეგმები გაქვს?
ორი ქართულ ენოვანი სიმღერა მაქვს, რომლებსაც მალე ჩავწერ. მიკვირს იმ მუსიკოსებისა და მომღერლების, რომლებიც ამბობენ, რომ ქართულ ენაზე კარგი ტექსტების დაწერა არ შეიძლება,
ალბათ ამით ამართლებენ იმას, რომ ან ვერ წერენ თავად, ან სულაც ქავერებს მღერიან.
ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
”სიფრიფანა გოგონა”- ასე ჰქვია და ცოტა ტრაგიკული ისტორია აქვს. ყველა სიმღერა ვიღაცას და რაღაცას ეძღვნება. ძალიან გაიწელა ჩაწერის პროცესი, ვგეგმავდით კლიპის გადაღებასაც, თუმცა ჩაიშალა. მოგვიანებით კი გიტარაზე ნამღერი გადავიღე და ავტვირთე სოციალურ ქსელში, საზოგადოებას მოეწონა და შემდეგ გამახსენდა, რომ ჩაწერილი მქონდა. ისევ ვგეგმავ კლიპის გადაღებას. მუსიკა და ტექსტი ჩემია, არანჟირებაც მე მეკუთვნის. სატელევიზიო პრემიერა ”იმედის” ”დღის შოუში” უკვე შედგა. არ ვარ მომხრე ჩემი სიმღერების პრემიერა ჩემს გადაცემაში შედგეს ხოლმე. სიმღერა ”არ დაიდარდოს” ექსკლუზივი იქნება.
თემო საჯაია – სიფრიფანა გოგონა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თემო საჯაია – დრო გადის. Live
გადაცემის ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
