გადაცემას ”რადიო დუეტი” თამარ ალადაშვილი ანსამბლ ”თორდასთან” ერთად ესტუმრა.
როგორ ხარ?
ძალიან კარგად, პოზიტიურად. მოგიყვანეთ ჩემი მოსწავლეები, ანსამბლი ”თორდა”, რომლებიც პირდაპირ ეთერში მსმენელს ცოცხალ შესრულებას შესთავაზებენ.
გაგვაცანი შენი ანსამბლი?
”თორდა” წელს ოთხი წლის ხდება. დაავაარსეთ სტუდია ”ჭინჭრაქას” ბაზაზე. ხელმძღვანელი მე ვარ. სამი ფილიალი გვაქვს ამჯერად და სექტემბრიდან კიდევ ერთი ფილიალის დამატებას ვგეგმავ. მთავარია მონდომება და საქმის სიყვარული – ყველაფერს ვასწრებ. პედაგოგი მხოლოდ მე ვარ. შეისწავლება საკრავები და ვოკალი. ეს არის ანსამბლ ”გორდელას” დამსახურება, რომ მე ეს ყველაფერი ვიცი. ბავშვებს ვიღებთ 4 წლიდან ვოკალზე და 7 წლიდან საკრავებზე. ჯგუფში ათი ბავშვია და ვისაც პერსპექტივა აქვს, ანსამბლში გადმოგვყავს. სულ პატარა 4 წლის არის და ყველაზე დიდი 9 წლის. ანსამბლმა ერთ-ერთ ფესტივალზე 2014 წელს ”ოქროს ჯგუფის” წოდება მიიღო, დავიწყეთ ჩანაწერების გაკეთებაც. შევუერთდით აქციას ”მშვიდობა მსოფლიოს”, რომლის ფარგლებშიც გოგონებმა ხელნაკეთი ანგელოზები გააკეთეს, რომლებიც გვინდა, რომ ყველა ოჯახში მივიდეს. თავისუფლად შეგვიძლია ერთ საათამდე სოლო კონცერტი გავმართოთ. ძირითადად ფესტივალებსა და საქველქომედო კონცერტებზე გავდივართ.
შენს შემოქმედებაში რა ხდება?
ორი ახალი სიმღერა მაქვს დაწერილი, ერთი ჩემთვის, ერთი სხვისთვის. სევდიანი სიმღერაა, ცოტა ჭკუის სასწავლებელია. უახლოეს მომავალში ჩავწერ და გესტუმრებით. სიმღერისა და ტექსტის ავტორი მე ვარ. ხუთ წლიანი პაუზის შემდეგ ვგეგმავ სოლო კონცერტს, სადაც იქნება ”თსუ გორდელაც” და ”თორდაც”. ჩემმა მეგობრებმა სურვილი გამოთქვეს, რომ სოლო კონცერტი ჩემს დაბადების დღეს დაემთხვეს. თითქმის ოქროს დაბადების დღეა. ვხვდები 27 წლის 2017 წლის 7 ივლისს. ვგეგმავ დისკის პრეზენტაციასაც და ვეცდები, რაღაც ახალი შევთავაზო მაყურებელს.
ვისაუბროთ ”ხორუმზე”…
რუსუდან ურიდიას ეკუთვნის ტექსტი ნაწილობრივ, დასაწყისში ხალხური მოტივებიც გვავს, მუსიკა ჩემია. იმედი გვაქვს, საზოგადოებას მოეწონება. ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილთან. ასრულებს ანსამბლი ”თორდა”.
ანს. თორდა – ხორუმი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფოტოები
