LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა 157 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, 93 პატიმარი საპყრობილეებს დღეს დატოვებს. მათგან სამი ქალია, ერთი კი – არასრულწლოვანი.

სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს.

მისივე თქმით შეწყალების კომისიამ 16-დან 21 თებერვლის ჩათვლით იმსჯელა და 890 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.