
“თეატრალურის კვარტეტი”, რამდენიმე თვის წინ კარიერის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა. მუსიკალური კოლექტივი მოსკოვში, ქეთი გაბისიანთან ერთად „არაგვი ბენდის“ სახელით მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც. მათი პროდუსერი რუსეთში მოღვაწე, ქართველი მუსიკოსი თეონა კონტრიძეა. „არაგვი ბენდმა“ რამდენიმე კონცერტი უკვე გამართა რესტორან „არაგვში“ და საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სწორედ ამიტომ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მათი ტურნე დაიგეგმა.

