LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes Benz Glc Coupe – დინამიკა და ექსპრესიული სტილი

Mercedes Benz Glc Coupe – დინამიკა და ექსპრესიული სტილი.  ამ მოდელში გაერთიანებულია ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარს სტანდარტული GLC-დან – მაღალი ხარისხი, დახვეწილი ინტერიერი, კომფორტული მართვა და შემცირებული საწვავის ხარჯი, ამას კი ემატება სპორტული გარეგნობა და შესაძლებლობები.

სისწრაფის უნიკალური კომბინაცია, ელეგანტურობასა და ყოველდღიურ პრაქტიკულობასთან – ასე აღწერენ მოკლედ, მერსედეს Glc coupe–ს მისი შემქმნელები.

ეს მოდელი განსაკუთრებით პოპულარულია ოჯახებისთვის, ვისაც სურთ ჯიპი, თუმცა არ უნდათ რომ მათი ავტომობილი, ისევე კლასიკურად და ჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, როგორც ზოგადად ჯიპის ტიპის მოდელები.

ეს სიამოვნება, სერიული კომპლექტაციით, მერსედეს ბენცის ცენტრში   40,900 ევრო დაგიჯდებათ.

ხოლო სრული კომპლექტაციითა და განბაჟებით, Glc coupe–ს ფასი ცენტრში 54,685 ევროა.