ნავთობი გაიაფდა: მისი ღირებულება 51 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.
2017 წლის 10 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 51,27 (- 0,82) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 48,49 (- 0,79) დოლარი/ბარელზე.
შეგახსენებთ, 2016 წლის 30 ნოემბრის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნავთობის ფასი 51 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.
