LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AUDI Q 5 – აუდის პროგრესი

ახალი AUDI Q 5 საშუალებას მოგცემთ, თქვენს გარშემო სამყარო ოდნავ მაინც შეცვალოთ.

ეფექტური, სპორტული და რაციონალური – ასე ახასიათებენ Q5–ს მისი შემქმნელები და გვპირდებიან, რომ ამ ავტომობილის მფლობელები მისი ინტელექტუალობით, კომფორტით და ძალით დატკბებიან.

Audi Q5–ის სერიულ კომპლექტაციაში შედის სალონის განათების პაკეტი და  მინები თბოიზოლაციით. ასევე, საბურავების ავარიულად გამართვის ნაკრები – ეს ის არის რაც ნამდვილად ყველა ავტომობილში უნდა მოიძებნებოდეს.

მულტიფუნქციური და მექანიკურად რეგულირებადი საჭე რეგულირებად სავარძლებთან ერთად, საშუალებას მოგცემთ ავტომობილი თქვენზე  თამამად და მარტივად მოირგოთ, ცენტრალური გასაღები, კარების უსაფრთხო გაღების გარეშე კი თქვენ დროს დაგიზოგავთ.

8 დინამიკი და MMI radio plus სისტემა უზრუნველყოფს სალონში სასიამოვნო ხმებსა და ჟღერადობას.

აუდის ცენტრში, ავტომობილის ფასი 36 725 ევროდან იწყება, სრული კომპლექტაციით კი მისი შეძენა აუდის ცენტრში 46 015 ევროდ შეგეძლებათ.