LADA-სა და CHANGAN-ის ოფიციალურმა დილერმა საქართველოში შპს “გლობალ მოტორს ჯორჯიამ”, ახალი ელექტრომობილების შემოყვანა დაიწყო.
DOJO COOYES საქართველოში აპრილში ჩამოვა. ის მთლიანად ელექტრო ავტომობილია, (დამზადებულია კარგად ცნობილი და გამოცდილი CHANGAN -ის მინი-ბენის ბაზაზე) ამ ელექტრომობილით, კომპანიამ დაამტკიცა რომ ელექტრო მანქანა შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე ავტომობილი.
DOJO COOYES იყენებს 6 კილოვატიან დამტენს, სახლის პირობებში 6–დან 8 საათში იტენება და ერთ დატენვაზე 180 კმ- მდე გავლა შეუძლია.
ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი ამ მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 90კმ/სთ–შია.
DOJO COOYES ამავდროულად აღჭურვილია იმ საჭირო მინიმალური ოფციებით, რაც აკმაყოფილებს ნებისმიერ ავტომოყვარულს.
ეს ოფციებია კონდინციონერი, ელექტროპაკეტი, ცენტრალური საკეტი, საჭის ელ. გამაძლიერებელი და 7 დიუმიანი სენსორული ეკრანი, ასევე, უკანა ხედვის კამერა.
აპრილში საქართველოში თეთრი ფერის რამდენიმე ქუოი ჩამოვა, ხოლო წლის ბოლომდე გლობალ მოტორს ჯორჯია, სულ მცირე 20 ელექტრომობილის შემოყვანას აპირებს.
თეთრი ფერის მოდელებიდან ერთ–ერთი კომპანიის შოურუმში, ტესტდარივზეც იქნება წარმოდგენილი.
CHANGAN–ის ეს მოდელები ცენტრში 9 000 დან 11 500 დოლარამდე ეღირება (კომპლექტაციის მიხედვით).
