LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-მა წითელი iPhone 7 წარმოადგინა

როგორც ჩანს, გავრცელებული ინფორმაცია, რომელზეც ჩვენს საიტზე დავწერეთ, რეალური აღმოჩნდა. კომპანია Apple-მა წითელი iPhone-ების შესახებ საკუთარ საიტზე ინფორმაცია განათავსა. iPhone 7 ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური სტილის მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მოდელები (iPhone 7 და iPhone 7 Plus) წარმოდგენილია 2 ვარიანტად – 128 GB და 256 GB შიდა მეხსიერებით.

აღსანიშნავია, რომ კომპანია iPhone-ების ამ ფერში გამოშვებას ჯერ კიდევ 10 წლის წინ აპირებდა, თუმცა პროგრამა სახელწოდებით RED რატომღაც დროებით შეჩერებული იქნა. წელს მწარმოებელმა გადაწყვიტა,  საკუთარი ფლაგმანების წითელი ვერსია გამორჩეული ხალხისთვის გამოუშვას. გაყიდვები 24 მარტს დაიწყება.

წითელი iPhone 7-ის მინიმალური ღირებულება 1200 ამერიკულ დოლარამდე იქნება.