LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Telegram-ის მესენჯერმა დარეკვის ფუნქცია შეიძინა

Android-სა და iOS-ზე Telegram-ის აპლიკაციაში დარეკვის ფუნქცია გამოჩნდა. მისი გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ Telegram Beta-ს ინსტალაციის შემდეგ. აპლიკაციის პარამეტრებში Switch Backend პუნქტის მონიშვნისას, მესენჯერის მომხმარებლები გაივლიან სატესტო სერვერზე რეგისტრაციას და მათ ანგარიშს მიენიჭება დარეკვის ფუნქცია. სამწუხაროდ, დარეკვა შესაძლებელია მხოლოდ მათთან, ვისაც ანალოგიურად აქვს Telegram Beta-ს აპლიკაცია დაყენებული.

აღსანიშნავია, რომ ყველა კონტაქტი და მიმოწერა ამ პროცესში იკარგება. მისი დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ Switch Backend-ის კვლავ გათიშვის შემდეგ.

შეგახსენებთ,  რომ Telegram-ი WhatsApp-ისა და Viber-ის ალტერნატივაა და მისი მეშვეობით საერთაშორისო ზარების განხორციელება ინტერნეტით ხორციელდება. თუმცა, ნომერზე დაფუძნებული VoIP ტექნოლოგიის მქონე მესენჯერებისგან განსხვავებით, Telegram-ი მომხმარებლის არა პერსონალურ ნომერს, არამედ ზედმეტსახელებს იყენებს.